OPERA CROWN - კონკურსის გამარჯვებულები
დასრულდა თბილისის ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი „OPERA CROWN“. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დასკვნითი მე-3 ტური, ლაურეატების დაჯილდოვება და კონკურსის საზეიმო დახურვა გაიმართა. კოვენტ გარდენი, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, ვენის სახელმწიფო ოპერა. ეს მცირე ჩამონათვალია მსოფლიოს იმ წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელების რომელთა შემადგენლობასაც კონკურსის ჟიური წარმოადგენდა. პირველი პრემიის მფლობელი ელმინა ჰასანი გახდა. მეორე პრემიის, ანა ფალავანდიშვილი, მესამე პრემია კი დინ მუჰამედ კოშკინ ბაევს გადაეცა. თეატრის სპეციალური პრიზი მიიღო ყაზახეთის ქვეყნის წარმომადგენელმა ალიხან ზეინოლამ. ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს 20 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა.
