მძევლების გათავისუფლების მეორე ეტაპი
ისრაელი მძევლების გათავისუფლების მესამე ეტაპის მოლოდინშია. იმ მძევლების სია, რომლებიც ოჯახებს დღეს დაუბრუნდებიან, ისრაელმა უკვე მიიღო. გვიან ღამით, კი „ჰამასმა“ ტყვეობიდან ისრაელის კიდევ 13 მოქალაქე გაათავისუფლა. მათთან ერთად წითელმა ჯვარმა ღაზიდან 4 ტაილანდელი მძევალი გამოიყვანა. სანაცვლოდ, ისრაელმა ციხიდან 39 პალესტინელი მსჯავრდებული გამოუშვა. მხარეთა შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში „ჰამასმა“ 50 მძევალი, ისრაელმა კი 150 პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
