გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას უკვე მეორე წელია უერთდება. საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა მრავალ მხრივ აქტივობას და აქტიურ კამპანიას საჭიროებს. საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით კამპანიის ფარგლებში საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმეს. კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.
