ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
2025 წელს ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ ეგვიპტეში გამართულ საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიიღეს. ჩვენს ქვეყანას ხმა 134 დელეგატიდან 120-მა მისცა. უკვე ცნობილია, რომ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ხუთი ათასამდე მოფარიკავე ჩამოვა. კონგრესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავის დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ პრიზს მსოფლიოს რეიტინგის ქართველი ლიდერი სანდრო ბაზაძე მიიღებს
