სალომე ზურაბიშვილი „იმედს“ სააკაშვილის დავიწყებას ურჩევს
სალომე ზურაბიშვილმა მედიის დიდი ინტერესის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის კომენტარს 7 ნოემბერთან დაკავშირებით, პასუხი გასცა. პრეზიდენტმა შიძლება ითქვას, ცივი წყალი გადაასახა ყოფილი პრეზიდენტის ჩვენებას, რომ აქციები რუსეთის მიერ იყო მართული და განაცხადა, რომ 2007 წლის აქციები სახალხო ბრძოლას წარმოადგენდა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავადაც იყო და ის ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდა. ამავე დროს სალომე ზურაბიშვილმა, არ ისურვა ამ თემის მეტად განვცრობა და „იმედს“ გვირჩია, მიხეილ სააკაშვილის საკითხით ნაკლებად დაინტერესება. რაც შეეხება შეწყალებაზე კითხვებს, პრეზიდენტი ტრადიციულად მოკლე და უკომენტარო პასუხებით შემოიფარგლა
