დაპირისპირების მანიფესტი „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაციონალური მოძრაობის“ დრამა ჯერ კიდევ საფინალო აკორდის გარეშეა. შიდა-პარტიული გაურკვევლობის ფინიშამდე ვერ მივედით ვერც მაყურებლები და ვერც თავად მონაწილეები. საგანგებოდ ამ თემისთვის დაწერილი მანიფესტი ვერც გაყრის და ვერც შეყრის საფუძველი ვერ გახდა. ხაბეიშვილი სიტყვა გარიცხვას ერიდება, მელია საკუთარი ნებით არსად მიდის. მოკლედ პარტიაში ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც საყოველთაოდ დაანონსებულ 23 ნოემბრამდე იყო. მიყვება თუ არა და ეყოფა თუ არა ნაციონალურ მოძრაობას ეს სცენარი არჩევნებამდე, გარე-დამკვირვებლებს დიდი სკეპტიციზმი იპყრობს
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
