პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ განახლდა. 2023-24 წლებში პროექტში ჩაერთვება 1024 საჯარო, 119 კერძო სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები. სამხედრო მოსამსახურეები თბილისის 221-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და უფროს კლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, თავდაცვის ახალი კოდექსის, თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ
