პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა. სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს
