სლოვაკეთის პრემიერის განცხადება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე ომს „გაყინული კონფლიქტი“უწოდა. განცხადება რობერტ ფიცომ ჩეხეთში ვიზიტის დროს გააკეთა. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევრო კავშირის მიერ დაწესებული სანქციები არა ეფექტურია. მისივე თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას. ფიცომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სლოვაკეთი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, თუმცა იარაღს აღარ მიაწვდის