არახამიას განცხადება
ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ 2024 წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა. „მომავალ წელს არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. იყო ასეთი დისკუსიები, თუმცა ვინც არჩევნების ჩატარებაზე საუბრობს, პასუხი არ აქვს იმაზე, თუ როგორ მისცემენ ხმას სამხედროები, როგორ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი 6 მილიონი მოქალაქე ან როგორ ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ საჰაერო განგაში არ იყოს მთელი დღის განმავლობაში“ - აღნიშნა არახამიამ