ფაშინიანის განცხადება
„სომხეთი მყარად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დემოკრატიას“ - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვაზე, არის თუ არა მზად სომხეთი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის პოზიცია საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია
