ელექტრონული არჩევნები
ცენტრალური საარჩევნო კომისია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა სადაც წერია, რომ „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალ ჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. ცესკოში აცხადებენ, რომ ვერიფიკაციის აპარატში პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მოწმდება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ფოტო სურათით. ხმის მრავალ ჯერადად მიცემ, კი გამორიცხულია. ვერიფიკაციის აპარატით ამომრჩევლის რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ უბანზეა შესაძლებელი, სადაც ის რეგისტრირებულია
