სალომე ზურაბიშვილის განცხადება
სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „იმედს“ ურჩევს, სააკაშვილი დაივიწყოს და მასზე დასმულ შეკითხვებს გაურბის. „იმედს“, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ძალადობრივმა რეჟიმმა დარბია, გაანადგურა ტექნიკა და ტელევიზია მფლობელს ძალადობრივი გზით წაართვა. ჩვენმა ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს კითხა, რა კომენტარს გააკეთებდა, ყოფილი პრეზიიდენტის განცხადებაზე, რომლის თქმითაც 2007 წლის აქციები, თითქოსდა რუსეთის მიერ იყო მართული. პრეზიდენტმა თქვა მხოლოდ ერთი, რომ 2007 წლის აქციები იყო სახალხო ბრძოლა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავადაც იყო. ზურაბიშვილს მედიის წარმომადგენლებმა ასევე კითხეს, აპირებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, თუმცა პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა