დრონებით იერიში კიევზე
გამთენიისას რუსულმა ძალებმა კიევზე იერიში დრონებით მიიტანეს. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, არიან დაშავებულები. მათ შორის 11 წლის ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა
