სემინარი ჟურნალისტებისთვის
კომუნიკაციების კომისიის მედია აკადემიაში, ჟურნალისტებისთვის დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილის სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ ჩატარდა. 2-დღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ამბის ისტორიად ქცევა, მისი სხვადასხვა რაკურსით გაშლა და კრიტიკულად გაანალიზების მეთოდები. სემინარის დასასრულს, მედია აკადემიამ ჟურნალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა
