„იპოვე შენი პროფესია“
„იპოვე შენი პროფესია“ - ამ სახელწოდებით ფილმების სერიას დღეიდან ტელეკომპანია „იმედსა“ და რეგიონულ ტელე არხებზე უჩვენებენ. პროექტი, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად ოლგა ბაბლუანის გუნდის ინიციატივით, გვანცა მეფარიშვილის რეჟისურით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა. ფილმში გაეცნობით კერძო და საჯარო სექტორების, ასევე კოლეჯებისა და დამსაქმებლების პოზიციებსა და ხედვებს პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში. პროექტის პირველი ფილმის ნახვას დღეს, 14-საათიანი ქრონიკის დასრულებისთანავე შეძლებთ, მეორე და მესამე ნაწილს, კი ტელეკომპანია „იმედსა“ და რეგიონულ არხებზე 3 და 10 დეკემბერს იხილავთ