რუსთავის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს
რუსთავში ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებული თვითმმართველი ორგანო მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. მიზეზად პრიორიტეტების არასწორად გადანაწილება სახელდება. 112 მილიონი ლარით განსაზღვრული მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მერიას ბიუჯეტის კორექტირებისა და ახალი ვერსიის გადასაგზავნად დრო 10 დეკემბრამდე აქვს. რუსთავის მერი ოპონენტების პირად ინტერესებზე საუბრობს
