უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს. ნიკოლოზ გელენიძის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. გელენიძე უკრაინაში საბრძოლველად 5 სექტემბერს წავიდა და ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა