პრემიერის გამოსვლა მთავრობის მეთაურთა სამიტზე
პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტს აფასებენ მმართველი გუნდის წევრები. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის და მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიწვევით, ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო