ისრაელი გმობს ესპანეთისა და ბელგიის პრემიერების განცხადებებს
ისრაელი გმობს ესპანეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს. აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი. მანამდე ესპანეთისა და ბელგიის ელჩები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი ესპანეთის და ბელგიის პრემიერ მინისტრების მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომლებმაც ისრაელის მიერ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დაგმეს და ისრაელისგან ხანგრძლივი ზავის გამოცხადება მოითხოვეს. ესპანეთის პრემიერმა ევროკავშირის ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენაც მოუწოდა
