წყალტუბოს საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ერთმა დეპუტატმა დატოვა
წყალტუბოს საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ერთმა დეპუტატმა დატოვა. ნარგიზა ტყაბლაძე, რომელიც ოპოზიციური პარტიის რიგებში 2004 წლიდან ირიცხებოდა, ამბობს, რომ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობა"-ში არსებული შიდა დაპირისპირების მიზეზით ტოვებს.
