არეულობა ირლანდიაში
დუბლინი არეულობამ მოიცვა. ირლანდიის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმის გამო გამართული საპროტესტი გამოსვლა, მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა და ბოთლები ესროლეს, შედეგად, პოლიციის ერთ-ერთ მანქანას და ორ ავტობუსს, ცეცხლი გაუჩნდა. არეულობა კი დუბლინის ერთ ერთ დაწყებთ სკოლასთან მომხდარი თავდასხმით დაიწყო, სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე მამაკაცი და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი წლის ბავშვისა და ქალის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ტერაქტის ვერსია, სამართალამცველებმა გამორიცხეს
