პრემიერ მინისტრის ვიზიტი ბაქოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური დღეს „გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ფორუმის ფარგლებში , მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
