ალ ბანო თბილისში
იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი საქართველოშია. 80 წლის შემსრულებელი ხვალ ქართველ მსმენელს დიდ საკონცერტო დარბაზში პირველად შეხვდება. მანამდე მედიისთვის ლეგენდარულმა იტალიელმა მომღერალმა პრესკონფერენცია გამართა. სპეციალურად მომღერლისთვის „ახალი ბანას“ გუნდმა ქართული ფოლკლორის გასაცნობად კახური მრავალჟამიერი იმღერა. იტალიელი მომღერალი საქართველოს, ფონდის „ცხოვრება მშვენიერიას“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია. კონცერტიდან შესული თანხის დიდი ნაწილი „ფერადი ქალაქი - აუტიზმის ეროვნულ ცენტრში“ გადაირიცხება. ალბანო სოლოკონცერტზე მისი შემოქმედების ჰიტებს შეასრულებს. აღსანიშანვია ისიც, რომ იტალიელი მომღერლის შვილი, ჯაზმინ კარიზი ტელეკომპანია იმედის მეგაშოუს მე-12 სეზონის მონაწილეა
