ევროპარლამენტის რეზოლუცია გინტურის მკვლელობაზე
თამაზ გინტურის საზარელ მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსეთის საოკუპაციო ძალაა - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. პარალელურად ევროპულ საბჭოს მიმართავენ, შექმნას სია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევთა წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციებისა და შეზღუდვების დასაწესებლად
