თბილისში „ფრანკლინის კლუბის“ მორიგი შეკრება გაიმართა
„ფრანკლინის კლუბის“ მორიგი შეკრება. თბილისის ცენტრში მდებარე, ერთ-ერთ საავტორო სკოლაში რამდენიმე საათით ნაქირავებ ფართში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები შეკრიბეს. სემინარი, სავარაუდოდ, უქმე დღეს სპეციალურად დაამთხვიეს, როდესაც სასწავლო პროცესი არ იმართებოდა და სასწავლო დაწესებულება საგანგებოდ ფრანკლინის კლუბის წევრების შეკრებისთვის გააღეს. შეხვედრის თემა და მიზანი უცნობია, ქრონიკის კამერის გამოჩენის შემდეგ მათ შენობის კარი ჩაკეტეს. კლუბის ერთ-ერთი წევრის თქმით კი, ლიტერატურაზე დებატებისთვის შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ფრანკლინის კლუბს სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტრენინგები მას შემდეგ ჩაეშალა, როდესაც მოზარდები ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლებიდან შეარჩიეს, თუმცა მშობლების პროტესტის შემდეგ უკან მიაბრუნეს