საქართველო-ლუქსემბურგის გამარჯვებული ფინალის მასპინძელია
21 მარტს „უეფას“ ერთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, თბილისში ლუქსემბურგელების დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრასაც საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს. ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ცე ლიგის პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი 26-ს მარტს საქართველო-ლუქსემბურგის წყვილის გამარჯვებული იქნება და საბერძნეთ-ყაზახეთის შეხვედრაში უძლიერესს მიიღებს. 21 მარტს ლუქსემბურგელებთან ჩვენი ქვეყნის გუნდს წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე თანაგუნდელებს დაეხმარება
