ბავშვთა რესპირატორული დაავადებების ეპიდაფეთქება ჩინეთში
ჩინეთში ბავშვთა რესპირატორული დაავადებების ეპიდაფეთქებაა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პეკინისგან, გავრცელებული დაავადების შესახებ დეტალურ ანგარიშს ითხოვს. „ბიბისის“ ინფორმაცით, ჩინეთის ჩრდილოეთში, ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებში პნევმონიისა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნას უკავშირებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალური პეკინისგან ითხოვს ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ ცნობებს, ასევე ლაბორატორიული კვლევის შედეგებსა და ინფორმაციას ცნობილი პათოგენების შესახებ. ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ჩინეთმა ეს ინფორმაცია ჯანმოს 24 საათში უნდა მიაწოდოს
