ფინეთმა რუსეთთან საბაჟო გამშვები პუნქტები დაკეტა
ფინეთმა რუსეთთან საზღვრის თითქმის ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი დაკეტა. ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარზე არსებული რვა პუნქტიდან მხოლოდ ერთი, უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე საბაჟო იმუშავებს. ფინეთის საგარეო უწყებამ განმარტა, რომ საზღვრის ჩაკეტვა რუსეთიდან არალეგალური მიგრანტების დიდ ნაკადს უკავშირდება. ოფიციალური ჰელსინკის ცნობით, აგვისტოს შემდეგ რუსეთ-ფინეთის სხმელეთო საზღვარი აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ასობით მიგრანტმა გადაკვეთა. ფინეთი რუსეთს მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს, მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს
