ოკუპანტების იერიში
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმიამ ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებით შეტევები გააძლიერა. ოკუპანტი უკრაინის პოზიციებს არტილერიის, ავიაციისა და დრონების საშუალებით უტევს; განაგრძობს სარაკეტო დარტყმებსაც. რუსეთის საჰაერო იერიშების მთავარი სამიზნე ხარკოვი, ლუგანსკი და დონეცკია. მწვავე ვითარებაა ფრონტის ხაზზეც, სადაც ბოლო 24 საათში, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 70 ზე მეტი შეტაკება მოხდა
