გიორგობა
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება. სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა 10 საათზე დაიწო. სადღესასწაულო რიტუალს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო გაუძღვა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ მრველს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ
