საქართველო-უნგრეთის სტრატეგიული თანამშრომლობა
საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს. რატი ბრეგაძისა და ბენცე ტუჟონის შეხვედრა „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილეს. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ექსპერტული დახმარება გაუწიოს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში. შეხვედრაზე იმსჯელეს, აგრეთვე, ქართულ-უნგრული სამართლებრივი ფორუმის დაფუძნების შესახებ. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს მიწის რეგისტრაციის კუთხით
