ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის მნიშვნელობა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძე ანკარაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს
