მანიფესტი - დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
ვინ მოაწერს ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობის მანიფესტს. პარტიის მოქმედი მენეჯმენტი ამბობს, რომ ვინც მანიფესტის შინაარსს არ იზიარებს, მათი ადგილი პარტიაში არაა. მელიას ფლანგი კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და მანიფესტში დავით კეზერაშვილის ხელწერას ხედავს. ამ პროცესებს აფასებენ ქართულ ოცნებაში, სადაც აცხადებენ, რომ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნაციონალურ მოძრაობაში კიდევ უფრო დიდი დაპირისპირების დასაწყისი გახდება
