რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე
495 მომხრე, 7 წინააღმდეგი- ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი გმობს რუსი სამხედროების მიერ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ევროპარლამენტარები საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოს მიმართავენ, შექმნას სია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევთა წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციებისა და შეზღუდვების დასაწესებლად. ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი
