ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს
ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს. წინასწარი შედეგების თანახმად, ხერტ ვილდერსის პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ 150-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 37 მანდატს მიიღებს. მეორე ადგილზე ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის და ლეიბორისტების ალიანსია.
