კარატისტების 13 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
6 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო, ასე დაასრულეს ანტიბეში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველმა კარატისტებმა. კონტინენტის პირველობაზე 30 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა , მათ შორის ჩვენი ქვეყნიდან კარატისტების 25-კაციანმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა.
