საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება. სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა ათ საათზე დაიწო. სადღესასწაულო რიტუალს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად გაუძღვება. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავენ.
