შვეიცარია "ჰამასის" ნებისმიერ მხარდაჭერას კრძალავს
შვეიცარიაში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ჰამასის ქმედებას ან დაჯგუფების ნებისმიერ მხარდაჭერას აკრძალავს. ქვეყნის მთავრობის განცხადებაში კანონპროექტი მოხსენიებულია, როგორც „ყველაზე ადეკვატური პასუხი იმ ვითარებაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა“.
