ფინეთი რუსეთთან სასაზღვრო პუნქტებს ხურავს
ფინეთი რუსეთთან თითქმის ყველა სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ფინეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 25 ნოემბრის ღამეს ამოქმედდება და ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე შვიდი გამშვები პუნქტი დაიხურება. ღია დარჩება მხოლოდ ერთი პუნქტი, სადაც თავშესაფრის მაძიებლები საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე განცხადების შეტანას შეძლებენ.
