დებატები ევროპარლამენტში
თამაზ გინტურის მკვლელობისთვის დამნაშავე პირებმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი, მომხდარ საზარელ მკვლელობაზე პასუხისმგებელია რუსეთის საოკუპაციო ძალა - ეს ევროპარლამენტარების პოზიციაა 6 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე. სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე გვიან ღამით ევროპარლამენტის წევრებმა დებატები გამართეს და რეზოლუციასაც მიიღებენ.
