საარჩევნო ბარიერი
5%-იანი ბარიერის გაუქმება და ოპოზიციური ერთობა - ეს ის ფორმულაა, რომელშიც ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2024 წლის არჩევნებში გადარჩენის გზას ხედავს. მმართველი პარტიის ოპონენტები ფიქრობენ, რომ მაღალპროცენტიანი ბარიერი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ხელს შეუშლის. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ არსებული ბარიერი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს.
