საქართველოს გზა ევროკავშირისკენ
ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლოვდება. ვიდრე ქვეყანა 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო პასუხს მიიღებს, მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციულად იმუშაოს, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორთან ერთად, იმ 9 პრიორიტეტზე, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ჩამოაყალიბა.
