ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები 4 დღით შეჩერდება
ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების ზუსტი დრო, უახლოეს 24 საათში გახდება ცნობილი. ისრაელის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჰამასთან მიღწეული შეთანხმება ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, დაჯგუფება ჰამასმა ისრაელიდან 7 ოქტომბერს გატაცებული 50 მძევალი უნდა დააბრუნოს, ისრაელმა კი, 150 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს. შეთანხმების ორივე ეტაპზე, ჯამში, ჰამასის მიერ 100 მძევლის გათავისუფლების შემთხვევაში, ისრაელი 300 პალესტინელ პატიმარს გაუშვებს. საომარი მოქმედებების დროებით შეჩერების პერიოდში, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაც იგეგმება.
