თბილისის ბიუჯეტი
მომავალი წლის დედაქალაქის ფინანსური დოკუმენტი 68 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში მილიარდ 7 00 მილიონი ლარი იქნება. ბიუჯეტის პირველადი ვერსია თბილისის საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. ოპოზიციამ დოკუკენტს მხარი არ დაუჭირა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს არ არის საბოლოო დოკუმენტი და მისი კორექტირება მოხდება. რეგლამენტის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ დასამტკიცებლად, 10 დეკემრამდე კვლავ თბილისის საკრებულოს დაუბრუნდება.
