ცხრა პრიორიტეტის შესრულების პროცესი
ცხრა პრიორიტეტის შესრულება ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის, ბრიუსელის მთავარი დავალებაა. როგორ აპირებს ქართული მხარე პრიორიტეტების შესრულებას, განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის კარი ღიაა, მათ შორის მესამე სექტორისთვის. ეს განცხადება პაპუაშვილმა პარლამენტის და ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება.

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები