საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლონდონში
დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, დღეს შეხვედრას ლონდონში, თავდაცვის სამინისტროში გამართავენ. სახელმწიფო მინისტრთან საუბრის მთავარი თემა იქნება , საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.
