„პარაგრაფ თბილისი„ საზეიმოდ გაიხსნა - ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო
„პარაგრაფ თბილისი„ საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო . ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - “ლაქშერი ქოლეშენის” შემოსვლით ქვეყანაში ახალი პარაგრაფი იწყება. პრემიერმა პროექტის ავტორს ბიძინა ივანიშვილის მადლობა გადაუხადა.
