თითა ბალანჩივაძის გამოფენა ბათუმში
23 ნოემბერს ბათუმში „ჯი-17“-ის საგამოფენო სივრცეში თითა ბალანჩივაძის გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე მხატვარი იმ ნამუშევრებს წარმოადგენს, რომლებიც ბოლო პერიოდში, საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში გადასვლის შემდეგ შექმნა. ახალი სერიაც ზღვისპირა ქალაქს ეძღვნება.
