„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რეგიონებში - მმართველი პარტიის ლიდერები ამჯერად იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. საჩხერის ორგანიზაციას ლევან ივანაშვილი, ჭიათურის ორგანიზაციას გივი მოდებაძე, ხარაგაულის ორგანიზაციას კი კობა ლურსმანაშვილი უხელმძღვანელებენ. ამით „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარესა და ქვეყნის რეგიონებში დასრულდა.
